ზემო ალვანის N2 საჯარო საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
17-04-2024
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N2 საჯარო საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება.
ამჯერად, პირველკლასელებმა დედაენის დღე თემატური ღონისძიებით იზეიმეს. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.
საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.