ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და გუდაურის იდეატორთა კლუბს შორის შეხვედრა მოეწყო.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: ლია ახალაიამ და სტუდენტებმა - ანა ახალაიამ და ელენე ქავთარაძემ, ძალიან სახალისო, საინტერესო და კრეატიულ პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს გუდაურის სკოლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებს.
პროექტი, როგორც სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ბურდული გვიყვება, ითვალისწინებს ლეპბუკის შექმნას სახელწოდებით „გუდაურის საიდუმლო“ .
იდეატორთა კლუბის წევრები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში. მათ გაინაწილეს მოვალეობები და გამართეს საინტერესო დისკუსია აღნიშნული თემის გარშემო.
პედაგოგის თქმით, განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო ნაწილი.
სტუმრებმა მოსწავლეები წიგნებით და ტკბილეულით დაასაჩუქრეს. მათ წიგნები სკოლის ბიბლიოთეკასაც გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: