პაქსაძეების საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
17-04-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც პედაგოგები - ნარგიზ გელაძე და თეონა გელაძე იყვნენ. 

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, ნამუშევრები დაამზადეს, ლექსები წაიკითხეს, ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203