„ტურიზმი ჩემს მხარეში“-გვიმრიანის საჯარო სკოლაში ბიზნესგაკვეთილი ჩატარდა
31-05-2018
გვიმრიანის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, ეთერ ნოზაძის ორგანიზებით  ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა. 

პროექტის სახელწოდებაა - „ტურიზმი ჩემ მხარეში“.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ინტელექტუალურ-შემეცნებითი უნარების განვითარებას სხვადასხვა აქტივობაში ჩართვით, კერძოდ, ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და შესაბამისი ტურისტული პაკეტის  ბლოგის სახით შექმნას.        

თავისუფალი გაკვეთილების მსვლელობისას მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით ახლო მდებარე კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაამუშავეს. ასევე, ამ ძეგლებს გაეცნენ და თანატოლებს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. 

ბოლოს, მათ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ტურისტული პაკეტი მოამზადეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203