შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო გადაღება-ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
18-04-2024
საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსის პოზიციის დასაკავებლად კონკურსის  პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება უკვე დასრულდა და ახლა კანდიდატები გასაუბრების ეტაპს ელოდებიან, რომლის ვადები და სხვა დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული, თუმცა მთავარი, რაც აპლიკანტებს აინტერესებთ არის ის, შეეძლებათ თუ არა მათ გასაუბრების ჩაწერა და პროცესის აუდიო-ვიდეო გადაღება.

იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნული კითხვით სხვადასხვა რეგიონიდან არაერთმა პირმა მოგვმართმა და ინტერესი საკითხთან დაკავშირებით დიდია, etaloni.ge განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პირდაპირი პასუხი არ აქვთ კითხვაზე, თუმცა საკითხს დააზუსტებენ. 

etaloni.ge გასაუბრების ეტაპის ჩაწერის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას სამინისტროდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეხება;

გაიგეთ, რომელ სად არის ყველაზე დიდი კონკურენცია - რესურსცენტრების უფროსების პოზიციის დასაკავებლად კონკურსში 660-ზე მეტი მსურველი მონაწილობს

განახლება: უწყების განმარტებით, გასაუბრების ჩაწერის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კანდიდატებს მიუვათ შესაბამისი შეტყობინება გასაუბრების ჩანიშვნასთან დაკავშირებით. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203