საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო ინიციატივით - „ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული“, აღინიშნა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის დედაენის დღე განსაკუთრებული ზეიმია, რადგან ისინი მოხალისეები არიან 2023 წლის დეკემბრიდან და აციფრულებენ ქართულ ენას, ახდენენ მათ პოპულარიზაციას, რომ ჩვენი ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოხდეს სხვადასხვა პორტალზე მისი გაციფრულება.
დედა ენის კვირეულთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოება შეხვდა მოხალისეების თემის წევრებს: რაზმიკ ბადალიანს და თეა მეფარიშვილს, რომლებიც მათ კონსულტაციას უწევდნენ ხელოვნური ინტელექტის გაციფრულებაში: „ერთად ვასწავლოთ AI-ის ქართული“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მზად არიან ახალი გამოწვევისთვის, მათ მომავალი სასწავლო წლისთვის მეტი ქართული სიტყვის „გაციფრულება“, დაგეგმეს.
„რატომ გვჭირდება ეს? დღეს AI-ის ქართულს ცუდად ან საერთოდ არ ესმის აუდიომონაცემთა სიმცირის გამო. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ხმოვანი მასალა ქართულისთვის და AI-ის ჩვენი ენა ვასწავლოთ“, - დაისახეს მიზნად მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: