დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული ალგეთის N3 სკოლაში მოეწყო
18-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N3 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული მოეწყო.

კვირეულის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებაზე, მე-8 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა გადათარგმნეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები აზერბაიჯანულ ენაზე. მე-6, მე-7, მე-9 და მე-11 კლასელებმა შექმნეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ილუსტრირებული კედელი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი შეისწავლეს ქართული სიმღერები და ლექსები „დედაენაზე“, ასევე დადგეს აჭარული განდაგანა.

„ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და სიყვარულით აკეთებდნენ ბავშვები და საკმაოდ საინტერესო დასკვნითი ღონისძიება გამოგვივიდა“, - ამბობს ალგეთის N3 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნანა მელიქიძე.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203