ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი დედოფლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს
31-05-2018
ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ღონისძიებები აქტიურად ტარდება.
ბულინგის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა სამხარაძემ ჩაატარა ტრენინგი „ერთად ვებრძოლოთ ბულინგს“.
მოსწავლეებმა მოწყვეს ნახატების გამოფენა და სკოლის ეზოში უმცროსკლასელებთან ერთად გამართეს აქცია „არა ბულინგს“.
სკოლაში 26 მაისიც აღნიშნეს.
დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის მოსწავლეებმა სხვადასხვა პროგრამა მოამზადეს.
სკოლაში სხვადასხვა წრეებიც ფუნქციონირებს.
ერთ-ერთი წრის პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები წინასწარ გაეცნენ წრის სამუშაო პროგრამას და მოიძიეს ინფორმაცია კოლხთა ასული მედეას, დედოფალ ზენობიასა და დედოფალ შუშანიკის შესახებ.
შემდეგ კი მიეცათ დავალება მოეძიებინათ ინფორმაცია ნესტან ჯავარის, თანდარა ხულელიძის და გმირი ქალი ბაღაშვილის შესახებ.