„ო, ენავ ჩემო, დადაო ენავ“ - ჭარნალის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით, დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა
18-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ო, ენავ ჩემო ,დადაო ენავ“ გაიმართა. ღონისძიების ხელმძღვანელი მაია ფევაძე გახლდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ V, VI  და VI კლასების მოსწავლეები. 

„ქართული ენა ქართული დამწერლობა, ქართული ანბანი - ეს არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის საუნჯე და მემკვიდრეობა .

ჩვენი ენა იმდენად მდიდარია, იმდენად ცოცხალი და მუდამ თანამედროვე, რომ საუკუნეების მანძილზე ერგებოდა დროს, რეალობას და ეპოქის გამოწვევებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაში, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუსიკის პედაგოგი ნათია გორგაძე და ხელოვნების მასწავლებელი ნინო თევთიძე.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ ყველა პედაგოგს, განსაკუთრებით კი ღონისძიების სულის ჩამდგმელს - მაია ფევაძეს, რომელიც როგორც აღნიშნავენ, ასე აყვარებს ახალ თაობებს მათ მშობლიურ ენას.

სკოლაში ასევე მადლობას უხდიან თითოეულ მოსწავლეს ასეთი გულისხმიერებისთვის.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203