ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელმა და პირველკლასელებმა საკლასო ოთახი ლამაზად, ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს და საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი მიუძღვნეს.
ბავშვებმა, გაკვეთილზე, თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა ასევე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები: