ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ყარაჯალის საჯარო სკოლის სპეცპედაგოგებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
18-04-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ენის კვირეული მოეწყო.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შთამბეჭდავი იყო ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, სკოლის სპეცპედაგოგების მიერ ჩატარებული ღონისძიება სსსმ მოსწავლის აქტიური მონაწილეობითა და მშობლის ჩართულობით.

აღსანიშნავია, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში აუდიტორიაც ჩაერთო, გაიმართა კონკურსიც და გამარჯვებულები პრიზებით დაჯილდოვდნენ. 

დღე ემოციებით დატვირთული, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203