ქუთაისის N40 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე საინტერესო STEAM პროექტი განხორციელდა
18-04-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში STEAM სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, STEAM არის ინტერდისციპლინური, პრაქტიკული სწავლების მიდგომა. STEAM განათლება აძლევს მოსწავლეებს საშუალებას ექსპერიმენტებში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოიტანონ დასკვნები.

ამჯერად, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრაზე განხორციელდა STEAM პროექტი, რომლის ფარგლებში დაიგეგმა ექსპერიმენტები ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლების მიერ, მოსწავლეებმა კი მათ ჩატარებასა და თეორიულად ახსნას თავი ძალიან კარგად გაართვეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მე-5 - მე-6 კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები, ქალაქ ქუთაისის კულტურულ -სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი მაყვალა ქობულაძე, ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მადონა სამხარაძე.

სკოლაში სტუმრად იყო მიწვეული ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, კლუბ „ცეცხლოვანი ქიმიკოსების“ კურატორი ნინო ბენიძე, რომელმაც ექსპერიმენტების მიმდინარეობა უფრო სანახაობრივი და მრავალფეროვანი გახადა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი ექსპერიმენტები დაუვიწყარია, როგორც სწავლების მხრივ, ასევე ემოციურად, მოსწავლეები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებასა და ინტერესს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203