კვაცხუთის საჯარო სკოლაში, ბუნებისმეტყველების მასწავლებელის ინიციატივით, გამწვანების აქცია მოეწყო
19-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, რაც მოსწავლეთა ინტერესებზე აისახება.
კვაცხუთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამწვანების აქცია მოეწყო.
ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ნინო ჭელიძემ მოსწავლეებს დეკორატიული მცენარეების დარგვა შესთავაზა. მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი საქმიანობა მეტად სახალისო აღმოჩნდა.
„ბავშვები ყოველთვის სიამოვნებით ერთვებიან ამგვარ აქტივობებში, მათ იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მწვანე მეგობრებს ჩვენი გარემოსთვის“,- გვეუბნებიან სკოლაში.