ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მასზე მზრუნველობას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება. მათ შორის იყო სკოლის მე-6 კლასელების: ნატალი მელქაძისა და ანასტასია ხაჭაპურიძის მომზადებული პრეზენტაცია თემაზე - „ტყის საერთაშორისო დღე 21 მარტი“.
მოსწავლეებმა სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს საინტერესო ინფორმაციები გააცნეს, პრეზენტაციის დასასრულს კი მათ მსმენელებს დაურიგეს ბროშურები მოწოდებით: „გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ტყე“.
ბავშვებმა აღნიშნული პრეზენტაციით თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაში.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ფოტოები: