გაჭედილის საჯარო სკოლაში წიგნისა და კომპიუტერის შესახებ საინტერესო დისკუსია გაიმართა
31-05-2018
გიზო წულაიას სახელობის გაჭედილის საჯარო სკოლაში სკოლის ლიტერატურული კლუბ „არიფიონის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა.
კლუბის წევრებმა შეხვედრაზე გამოკვეთეს აქტუალური პრობლემა და გამართეს დისკუსია თემაზე: წიგნი თუ კომპიუტერი. ამ თემის გარშემო მოიყვანეს სხვადასხვა ფაქტები, მოსაზრებები და პირადი ხედვა.
„მოსწავლეებმა ბევრი იმსჯელეს და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ წიგნიც და კომპიუტერიც ძალიან მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. წიგნი ეხმარებათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში, ხოლო კომპიუტერი კი ინფორმაციის მარტივად მოპოვებაში, თუმცა აღიარეს, რომ ის გასართობ ფუნქციასაც ითავისებს. საბოოლოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს წიგნს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. იხილეთ ფოტო