ქუთაისის N38 სკოლის IV კლასში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯარებული ღია გაკვეთილი მიეძღვნა
19-04-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღნიშვნას მთელი სასკოლო საზოგადოება შეუერთდა. 

თარიღთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, IV კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი ჩატარდა. მას ქართული ენის პედაგოგი უძღვებოდა. იგი მოსწავლეებს აღნიშნული დღისა და ქართული ენის ისტორიის შესახებ ვრცლად ესაუბრა. 

თავის მხრივ, გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეებიც დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ისინი პედაგოგს ყურადღებით უსმენდნენ. კლასში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა, რასაც საზეიმოდ - იისფერი ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203