კვერცხის შეღებვის ტრადიცია და აკრძალვები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ
03-05-2024

კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევსთან, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღესთან არის დაკავშირებული. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია?

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა.

იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!"  

იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი - მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ. 

რატომ არ შეიძლება წითელი კვერცხის გატეხვა აღდგომამდე?

მორწმუნეები წითელ პარასკევს შეღებილ კვერცხს, აღდგომამდე არ ტეხენ. ამას ძალიან მარტივი და პრაქტიკული ახსნა აქვს. იქიდან გამომდინარე რომ წითელ პარასკევს მარხვაა და კვერცხი არასამარხო პროდუქტია, მართლმადიდებელი მრევლი არ მიირთმევს. სააღდგომო მარხვა კვირას ხსნილდება და დღესასწაულზე წითელი კვერცხის დაგემოვნება ყველას შეუძლია.

დაგაინტერესებთ ასევე:

რა უნდა შეურიოთ ენდროს, რომ კვერცხი ლამაზ ფრად შეიღებოს და არც დაგისკდეთ - წითლად შეღებვის ტრადიციული მეთოდი

თუ ენდრო მოგრჩათ - რისთვის იყენებენ კოსმეტოლოგიასა თუ მედიცინაში და რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ მცენარეს?

სააღდგომო პასკის საუკეთესო და მარტივი რეცეპტი მასწავლებლებისთვის

როდის და როგორ უნდა დაითესოს ხორბალი რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203