დერცელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნები აკინძეს
19-04-2024
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა, წიგნის კვირეულის ფარგლებში, წიგნები თავიანთი ხელით აკინძეს. აქტივობაში მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ მონდომებით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ამ აქტივობით წიგნის მნიშვნელობა კიდევ უფრო ღრმად გაიაზრეს და ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი გაუღვივდათ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203