ჭოგნარის საჯარო სკოლაში, ენის დაცვის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა 
23-04-2024

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

სკოლაში ენის დაცვის კვირეული გაიმართა, რომელიც ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობის ხაზგასმას და მისი სიდიადის აღნიშვნას ემსახურებოდა. 

სკოლაში ენის დაცვის კვირეულთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - მაია ლორია და თამუნა ქორიძე.

ზეიმის მოწყობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის ხელმძღვანელები - შორენა კანდელაკი და ზოია გრიგოლია, მუსიკის მასწავლებელი ქეთევან მეფარიშვილი.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203