ციხისძირის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში „ანბანთქება“ გაიმართა
31-05-2018
ციხისძირის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში ღონისძიება - „ანბანთქება“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგნელის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. 

„33 ოქროს მტევანი“ მარცვალ-მარცვალ აჭიკჭიკდა. აჭიკჭიკდნენ და ერთიანად დააფრქვიეს ქართული ანბანის მადლიანი ჰანგები ლექსებითა და სიმღერებით, ცეკვებითა და მადლიერების უსაზღვრო გრძნობით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დასრულება მიულოცეს და სიგელებით დააჯილდოვეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203