დერცელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საათის ცნობა საინტერესო და სახალისო აქტივობით ისწავლეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რითაც საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებენ. ახლახან, პირველი კლასის მოსწავლეებმა გაკვეთილზე საათი დაამზადეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ფურცლები გამოჭრეს და ციფერბლატი დახატეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფერადი ფურცლებით აგებული საათის სქემა მათ დაეხმარებათ, უკეთ გააცნობიერონ ისრების მოძრაობის პრინციპი, ისწავლონ საათის ცნობა და ცოდნა ყოველდღიურობაში გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
იხილეთ ფოტოები: