etaloni.ge-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ლილოს დასახლებაში არსებულ N107 სკოლის ეზოში ქვეწარმავლებია და საკითხი შესაბამისმა სტრუქტურებმა ჯეროვნად უნდა შეისწავლონ.
ფაქტების გადასამოწმებლად თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორს, მარინე დემეტრაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ზემოაღნიშნული ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ საქმე ცრუ ბრალდებასთან გვაქვს:
„წარმოდგენა არ მაქვს, რა მიზანს ემსახურება მსგავსი ინფორმაციის გავრცელება... ვიცი ეს პიროვნება, თუმცა ვერ ვხსნი, რისი მიღწევა სურს! არც მშობელია, არც მისი შვილიშვილები სწავლობენ ჩვენს სკოლაში... მე უკვე მივმართე პოლიციას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის და დარწმუნებული ვარ, შესაბამის ზომებს მიიღებენ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ჩვენთან აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოა“.