ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
19-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი რიტა ზოროღლიანი გახლდათ. 

მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, სიტყვა წარმოთქვეს და ლექსები წაიკითხეს. მათ ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203