„ჭადრაკის სასახლე ჩემი წარმოსახვით“- ჯუმის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება წარმატებით შეასრულეს
19-04-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საგან ჭადრაკში კომპლექსური დავალება შეასრულეს. მისი თემა იყო - „ჭადრაკის სასახლე ჩემი წარმოსახვით“. მეორეკლასელებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, ფანტაზიას გასაქანი მისცეს და საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. 

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები გამოავლინეს. მათმა ნამუშევრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203