წევის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
19-04-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდასა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დედაენის დღეც განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ქეთევან ცერცვაძემ მოსწავლეებთან ერთად შთამბეჭდავი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის როლსა და მნიშვნელობაზე.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კი მეტად ემოციური გახლდათ, მოსწავლეებმა აფრიალებული საქართველოს დროშის ფონზე, ხოტბა შეასხეს ქართულ ენას.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203