გელაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიუძღვნეს
19-04-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, პედაგოგ თეონა გელაძის ხელმძღვანელობით, მე-5, მე-6 და მე- 7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები გამართეს. მათ აღნიშნული დღის შესახებ ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

გარდა ამისა, მათ ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოთქვეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203