ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს
19-04-2024
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება, საგაკვეთილო პროცესს კი პედაგოგები საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, მასწავლებელ ლალი სანთელაძის სადამრიგებლო - მე-4 კლასის მოსწავლებმა დედაენის დღე აღნიშნეს. მათ თარიღთან დაკავშირებით, კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს. გარდა ამისა, ქართული ენის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს.
„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“,- აქტივობას იაკობ გოგებაშვილი ეს სიტყვები გასდევდა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.