აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
სკოლას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სენაკის მეორე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში სტუმრობდნენ. მათ მოსწავლეებთან საინტერესო, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ბავშვების დასმულ შეკითხვებს ამომწურავად გასცეს პასუხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.
იხილეთ ფოტოები: