სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელების „ბოლო ზარის“ ღონისძიებამ სტუმრების აღტაცება გამოიწვია
31-05-2018
სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში XIIა და XIIბ კლასის მოსწავლებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებები ორიგინალური დიზაინითა და დახვეწილი, მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამებით გამოირჩეოდა.
ღონისძიებებს კლასის დამრიგებლები - თეა კუპრეიშვილი და მანანა ქომეთიანი ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოწვეულმა სტუმრებში ღონისძიებამ აღტაცება გამოიწვია და კმაყოფილება გამოთქვეს.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა ვენერა ივანიშვილმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და საუკეთესო მომავალი უსურვა. იხილეთ ფოტოები