რა შემთხვევაში ვერ აირჩევთ საგანმანათლებლო პროგრამას და სად უნდა მოძებნოთ კოდი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
10-05-2024
აბიტურიენტებს სასურველი პროგრამების არჩევა საბოლოო შედგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 18:00 საათამდე აქვთ. საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასურველ უნივერსიტეტებს აპლიკანტები სარეგისტრაციო ფორმაში შესვლის შემდგომ ირჩევენ. დეტალური ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს ცნობარშიც შეუძლიათ. თუმცა აპლიკანტების ნაწილმა არ იცის სად ნახოს კონკრეტული პროგრამის კოდი, ხდება ისეც, რომ ვერ ირჩევენ საგამოცდო პროგრამას... როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს:

რა შემთხვევაში ხდება ასე და რას ნიშნავს როცა პროგრამას მითითებული აქვს - მიმდინარეობს წარმოება? 

ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება. ამ პროცესის დასრულებისთანავე გადაწყვეტილება აისახება ცნობარში და შეძლებთ მის არჩევას.
 
როგორ და სად უნდა მოვიძიო კონკრეტული პროგრამის კოდი? 

ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის". ცნობარში მოცემულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ასევე ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მიმდინარეობს მიღება მიმდინარე სასწავლო წელს. ცნობარში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203