საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარი ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანსა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე წულაძემ მიიღო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში, WFME-ის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა და არსებითად განახლდა მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც დეტალურად აღწერს სწავლის შედეგებსა და კომპეტენციებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების ყველა კურსდამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ დარგობრივი მახასიათებელი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უწესებს მოთხოვნას, რომ ჰქონდეთ თავიანთი აფილირებული კლინიკები, სადაც შესაბამისი სტანდარტით განხორციელდება სტუდენტებისთვის კლინიკური სწავლება.