ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში კურსების საჯარო სკოლის უცხო ენების დამსახურებულ პედაგოგს - ნატალი აბესაძეს უმასპინძლეს. მან ციხიის საჯარო სკოლას „საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა“ და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ მოწოდებული სასწავლო მასალები და რესურსები გადასცა.
სასკოლო საზოგადოებამ საჩუქრით ძალიან გაიხარა და მეტად მოტივირდა.
„ქალბატონი ნატალი წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტთან. სწორედ მას დაევალა გადმოეცა ჩვენდამი რწმუნებული სკოლისათვის სასწავლო მასალები და რესურსები.
მადლობა გოეთეს ინსტიტუტსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნატალი აბესაძეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: