ბურნაშეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასწავლებლებს ზეიმით დაემშვიდობნენ
31-05-2018
ბურნაშეთის საჯარო სკოლის პირველკლასელები მასწავლებლებს ზეიმით დაემშვიდობნენ.
სკოლის დირექციის წარმომადგენლების განცხადებით, პატარებმა ემოციური ღონისძიება ჩაატარეს:
„ულამაზესი სანახაობა შემოგვთავაზეს. მათ როგორც ქართული, ასევე სომხური ცეკვა-სიმღერები წარმოადგინეს, რისთვისაც მადლობას ვუხდით პედაგოგ ლუიზა მიქაელიანს“.