წალენჯიხის N6 სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი სალომე ზარქუა საერთაშორისო პროექტებში წარმატებით მონაწილეობს 
22-04-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი სალომე ზარქუა შრომისმოყვარე, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის ნიჭიერებით, კოლეგიალობით, გულისხმიერებით გამოირჩევა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებელი სისტემატიურად ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდების განვითარებაზე, სკოლაში ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო საერთაშორისო და ეროვნული დონის სასწავლო პროექტებს. 

„თუ გინდა სხვას ასწავლო, მაშინ თავად უნდა სწავლობდე მუდმივად უნდა ვითარდებოდე“ - სწორედ ასეთია ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი-სალომე ზარქუა.

ის 2022 წლიდან საერთაშორისო პროექტებშია ჩართული.

„ყველაფერი 2022 წელს დაიწყო. ბრიტანეთის საბჭომ მენტორი მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა, ახალ „EAR“ (Exploratory Action Research) პროექტში მონაწილეობის მისაღებად“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტს უცხოელ ექსპერტებთან ერთად, კვლევა უნდა განეხორციელებინა, რათა დახმარებოდა ქართველ კოლეგებს კვლევის წარმოებაში. პრექტის ფარგლებში სალომე ზარქუა მუშაობდა ადგილობრივ მენტორად. ის მონაწილეობდა IATEFL კონფერენციაში, რომლის მიზანი იყო, პროექტში მონაწილე მასწავლებელთა განვითარებისა და ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიონალიზმის წინ წამოწევა.

სკოლაში, პედაგოგით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.

„გვეამაყება სალომე მასწავლებელი და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203