„გაამწვანე შენი ეზო“ - დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს
22-04-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.  სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა აქტივობა „გაამწვანე შენი ეზო“ განახორციელეს.

აქციის ფარგლებში, როგორც გვიყვებიან, სულ 50 ძირი მცენარე დაირგო. ბავშვებმა, ასევე დაამზადეს თემატური ბროშურები.

„საკუთარი საქმიანობით შევეცადეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებში საკუთარი წვლილი შეგვეტანა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობა პროექტის „saving the planet“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი eTwinning პლათფორმაზე ხორციელდება, რომელშიც ჩართულია მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სკოლა.

აქტივობის ინიციატორი კლუბ „საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ღლონტი გახლავთ.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203