ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე იზეიმეს
22-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაწყებითი კათედრის მასწავლებლები დედაენის კვირეულს შეუერთდნენ და 8 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, ყოველი დღე დედაენას მიუძღვნეს.

პროექტში შემდეგი მოსწავლეები და პედაგოგები ჩაერთნენ:

  • II კლასი - დამრიგებელი მზევინარ საგინაძე;
  • III კლასი დამრიგებელი მადონა დეკანაძე;
  • IV კლასი დამრიგებელი თეონა მახარაძე;
  • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლამზირა ხუნდაძე და მარინა გელაძე. 
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს, წაიკითხეს მოთხრობები იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან, მოირგეს იაკობ გოგებაშვილის როლი. გარდა ამისა, სკოლაში ლექსების მხატვრულად წაკითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეებმა ნამუშევრები საინტერესოდ წარადგინეს, ისინი დამრიგებლებმა სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203