ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ამის დასტურია ისიც, რომ ახლახან, სკოლაში „პოეზიის რაინდების“ კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც პოეზიის მოყვარული ვაჟები - ნიკოლოზ მესხიშვილი (მეცხრე კლასი), ცოტნე თუთარაშვილი (მეშვიდე კლასი), ალექსი გორგაძე (მეოთხე კლასი), ომარ ზიბზიბაძე (მესამე კლასი), ზურაბ წაქაძე (მეორე კლასი) გაერთიანდნენ. კლუბის ხელმძღვანელი ქეთევან ჩუბინიძე გახლავთ.
„პოეზიის რაინდებმა“ სკოლაში პირველი გამოსვლა მოაწყვეს. მათ როგორც ქართული, ასევე ნათარგმნი პატრიოტული ლექსები წაიკითხეს. ამის შემდეგ კი - 12-13 აპრილს პოეზიის მუნიციპალურ კონკურში მონაწილეობდნენ და მონაწილის სიგელები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ კლუბში გაწევრიანების სურვილი კიდევ ორმა მოსწავლემ - თამაზ გურგენიძემ (მეშვიდე კლასი) და ლუკა ლობჟანიძემ (მესამე კლასი) გამოთქვა, რომლებსაც „რაინდებად“ მაისის ბოლოს, ადგილობრივ პოეზიის საღამოზე აკურთხებენ.