ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩატარდა.
სკოლის ეზოში, ბავშვების თანამონაწილეობით ნერგები დაირგო.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და მოამზადეს ზეპირი მოხსენებები ინფორმაციულ ჭრილში. ღონისძიების მთავარი სლოგანი იყო „დედამიწა ჩვენი სახლია“.
ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგი, ანჟელა მარგველიანი გახლდათ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: