ნაგების საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა 
22-04-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული წარმატებით დასრულდა.

კვირეულის ფარგლებში, I - III კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მზევინარ გიგანის ხელმძღვანელობით, კლასში წარადგინეს აქტივობა სახელწოდებით: „ქართველებს ორი სამება გაგვაჩნია, ზეციური: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა და მიწიერი: „მამული, ენა და სარწმუნოება“.

„გილოცავთ მიწიერი სამებიდან ერთ-ერთის, ქართული ენის დაცვის დღეს!“, - ასე ულოცავენ სკოლაში საზოგადოებას დედაენის დღეს.

სკოლაში, ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი. ბავშვებმა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან საყვარელი მოთხრობები წარადგინეს, „გააცოცხლეს“ იაკობ გოგებაშვილი პერსონაჟები, კლასში წარადგინეს ანდაზები ასო-ბგერებზე, ქართული ასო-ბგერები გამოჭრეს-გააფერადეს, ანბანით გაალამაზეს და შემოსეს ხე, ასევე შექმნეს ქართული ენის სანიშნეები.

მოსწავლეებს გადაეცათ ქების სიგელები.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203