აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა ცოდნის გაღრმავებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. მასწავლებელთა დაუღალავ შრომას შედეგი გამოაქვს, ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან.
ამჯერად, აბაშის ტურიზმის ცენტრში ინტელექტუალური სამაგიდო თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მასში ტყვირის საჯარო სკოლის გუნდი დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები და სერტიფიკატი ბმულზე:
სერტიფიკატი