ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებენ.
ერთ-ერთი ასეთი სომხური ენის და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი სვეტლანა სიმონიანია. ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, საგანში - სომხური ენა და ლიტერატურა, ვიქტორინა გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გამოავლინეს და სიგელები დაიმსახურეს.