„გარდატეხის ასაკი - გამოწვევა თუ განვითარების ტიპური პერიოდი?!“ - ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
22-04-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი თუ აქტივობა იმართება, რომელშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი თემაზე -  „გარდატეხის ასაკი-გამოწვევა თუ განვითარების ტიპური პერიოდი?!“ ჩატარდა.

პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზაირა ტყაბლაძე. 

პროექტის მიზანი, როგორც გვიყვებიან, იყო, გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის გაზრდით ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა.

„გარდატეხის ასაკი მნიშვნელოვანი პერიოდია მოზარდების ჩამოყალიბების პროცესში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, განხორციელდა საინფორმაციო კამპანია.  განმახორციერებელი ჯგუფის ორგანიზებით მოსწავლეებმა მოამზადეს შემდეგი მასალები:

  • რა არის გარდატეხის ასაკი?
  • როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში ჰორმანალური ცვლილება;
  • პუბერტული ასაკის ზრდა-განვითარების პერიოდში დამახასიათებელი სირთულეების შესახებ რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მშობლები.

მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც მოძიებული ინფორმაციები დაიტანეს და ცოდნა აიმაღლეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203