თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი და საინტერესო კვირეული
22-04-2024

თბილისის N89 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეულით აღინიშნა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც დაწყებითი, ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

„კვირეულის მიზანია, მოსწავლეებს გაუღრმავდეთ მშობლიური ენის სიყვარული, ადრეულ ასაკში გაიაზრონ ქართული ენის მნიშვნელობა, გაითავისონ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ღვთივბოძებული განძის სიწმინდის დაცვა, თითოეულმა მოსწავლემ იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრია ენის, მამულისა და სარწმუნოების წინაშე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, VI, VII და VII კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „ენა დედაა ერისა“.

მათ ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების საკითხებზე,  ქართულ ანბანზე, დამწერლობაზე, ენის სიწმინდის დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

15 აპრილს, ბავშვებმა სკოლაში, წარადგინეს და გამოფინეს კედლის გაზეთები და პოსტერები დედაენის დღესთან დაკავშირებით. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურების შესახებ პრეზენტაციები, მოიძიეს და კლასის წინაშე განიხილეს მეტყველებაში ყველაზე ხშირად გამოყენებული ბარბარიზმები.

კვირეული საკმაოდ საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203