ოფშკვითის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე საბა ცომაია ხრიდოლში, საქართველოს პირველობის გამაჯვებულია
22-04-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ შემეცნებით, არამედ სპორტულ აქტივობებშიც დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი მე-5 კლასის მოსწავლე საბა ცომაიაა, რომელიც ხრიდოლს - ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას ეუფლება. ამჯერად, ის საქართველოს პირველობაში მონაწილეობდა, საბა ცომაიამ შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და წარმატებას მიაღწია. 

მეხუთეკლასელმა 26 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და ულოცავენ. 

„სასიხრულოა, რომ ჩვენი მოსწავლეები ეუფლებიან ხრიდოლს. ვულოცავთ საბას და მომავალშიც წარმატებას ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203