ჭივჭავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქტივობები მიეძღვნა
22-04-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.

სკოლაში თარიღთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩატარდა. მათი ორგანიზატორები სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მარიამ ჩარკვიანი და გეოგრაფიის პედაგოგი - თეა ბაიხანაშვილი იყვნენ. 

მოსწავლეებმა თემატური პლაკატები ხალისით მოამზადეს, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ და მცენარეები დარგეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203