ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
22-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
რასაკვირველია, გამონაკლისი არც დედამიწის დღე ყოფილა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა არაერთი აქტივობა გამართეს. მათ მცენარეები დარგეს, დახატეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.