საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 24 აპრილს დაიწყება - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს; ცნობილია განრიგიც და ასევე, კონკურსის გასაუბრების ეტაპის სქემაც.
დირექტორთა გასაუბრება 24 აპრილს დაიწყება და მაისში დასრულდება - დეტალური განრიგი ცნობილია
გასაუბრების კომისიების მიერ განისაზღვრა კონკურსში მონაწილე დირექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები:
• თითოეულ კრიტერიუმში აპლიკანტი შეფასდება 4-ქულიანი სისტემით;
• გასაუბრების მაქსიმალური შეფასებაა 16 ქულა;
• იმისათვის, რომ აპლიკანტმა წარმატებით გაიაროს გასაუბრების ეტაპი, ჯამურად უნდა დააგროვოს 12 ქულა ან მეტი (75% ან მეტი).
აპლიკანტის მიერ წარდგენილი თითოეული სკოლის სტრატეგიული ხედვა ფასდება ცალკე.
კომისიის თითოეული წევრი აპლიკანტს აფასებს ინდივიდუალურად. საბოლოო შეფასება გამოითვლება კომისიის თითოეული წევრის მიერ დაწერილი ქულის საშუალო არითმეტიკულით.