„ნარჩენების მართვა“​ - დაშბაშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს პროექტი მიეძღვნა 
22-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ გარემოს დაცვას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

დაშბაშის საჯარო სკოლაში ბუნების პედაგოგ ლუსინე კალაჩიანის ხელმძღვანელობით, განხორციელდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „ნარჩენების მართვა“.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სწავლებს, ნარჩენების მეორადი გადამუშავების მნიშვნელობის გააზრება, ნარჩენების შემცირების გაცნობიერება, პოლიეთილენის შეგროვება და დახარისხება, ძველი წიგნების, ჟურნალების შეგროვება და გადასამუშავებლად მომზადება.

მოსწავლეებმა ასევე განიხილეს დღეს არსებული ეკოლოგიური პრობლემები, ხაზი გაუსვეს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.

მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო აღმოჩნდა და გამოთქვეს მზაობა, რომ გარემოზე ყოველთვის იზრუნებენ. 

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203