დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
სწორედ ამიტომ, სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. ისინი გაერთიანდნენ სლოგანის - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა“ გარშემო.
ბავშვებმა სკოლის გარემო გააფორმეს, თემატური ნამუშევრები შექმნეს და საინტერესო ღონისძიება განახორციელეს. მათ ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და თემატური ლექსები წაიკითხეს.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
ეს დღე ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი იყო.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: