გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკონობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღეც.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ადამიანებს ეკოლოგიური გარემოს შექმნის საკითხში.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები: